კობახიძე: ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას, თქვენ ხედავთ, რომ ლარის კურსი უკვე ჩამოვიდა ქვევით. იყო მოკლევადიანი რყევები, რაც მაიდნის წინა სამი მცდელობის პირობებშიც სახეზე იყო, თუმცა, მაშინაც ძალიან მალე დავასტაბილურეთ ლარის კურსი და ახლაც გრძელდება ლარის დასტაბილურება, ყოველდღიურად დადებითი დინამიკაა სახეზე.

მადლობა ეროვნულ ბანკს სწორი რეაგირებისთვის, რა თქმა უნდა, ვითარების დალაგება-დამშვიდება ხელს შეუწყობს იმას, რომ კურსი დასტაბილურდეს და დაუბრუნდება ორ-სამ დღეში იმ ნიშნულს, რა ნიშნულიდანაც დაიწყო კურსის გაუფასურება რამდენიმე დღის წინ.

ეკონომიკა მუშაობს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესიც. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ესაა ჩვენი დამოკიდებულება.

სამართლიანობა არის მთავარი, რომ სწორედ გაგრძელდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა მარტივი რამ - გახსნან მოლაპარაკებები, დღესვე ვაწერ ხელს.

ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.

კომენტარები