ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პაპუაშვილი: ვნახეთ, რომ ბავშვებს სკოლებში შეუვარდნენ, ატერორებენ ევროპის სახელით

სამარცხვინო იყო, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ მოუწოდებდა ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, პირდაპირ ჩართულიყვნენ იმ ძალადობრივ აქციებში, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. ვნახეთ სკოლებში შევარდნილი ოპოზიციური პარტიები. ბავშვების ტერორი სკოლებში, რასაც არ ერიდებიან რადიკალური ოპოზიცია და მათი ე.წ ცნობადი აქტივისტები. ასეთი რაღაც არ მომხდარა საქართველოში არასდროს. [...] ჩვენ ვნახეთ, რომ პირველად, ბავშვებს სკოლებში შეუვარდნენ, ატერორებენ ბავშვებს და ამას აკეთებენ ევროპის სახელით. 

ამბობს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები