ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რა თქვა ხარებამ?

"სპეცრაზმელი არ იღლება, ვერაფრით ვერ დაღლი. [...] ისევ იქ იქნებიან ბოლომდე. არავინ არ გაიქცევა" – ამბობს აშშ-ის მიერ სანქცირებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება ფორმულას ჟურნალისტთან საუბრისას.

ხარებამ ასევე სპეცრაზმის მიერ ძალის გადამეტებისა და აქციის მონაწილეების სასტიკად ცემის შესახებ კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ სპეცრაზმს არაპროპორციული ძალა არასდროს არ გამოუყენებია.

"ხალხი არ უცემია. ხალხი მოიგერია. [...] არავინ არ ძალადობდა, ჩვენ არაპროპორციული ძალა არასდროს გამოგვიყენებია. ჩვენი შესაძლებლობების 30% არ არის გამოყენებული, არც პირადი შემადგენლობის, არც პირადი შემადგენლობის, არც სპეცტექნიკის და არც სპეცსაშუალებების" – ამბობს ხარაზიშვილი.

კითხვაზე, თუ ვინ გასცემს მოქალაქეების განსაკუთრებული სისასტიკით ცემის დავალებას, ხარებამ უპასუხა, რომ "არავინ გასცემს დავალებებს" და სპეცრაზმელები "სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებენ". 

ფორმულას ჟურნალისტის, გურამ როგავას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელის მიერ ცემის ფაქტზე ხარაზიშვილმა ჟურნალისტს უთხრა: "ვინ არის, რა გადამაყოლე ამ შენს [როგავას]. ომი რომ იყო, ეს ხალხი რას აკეთებდა?" 

ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე: "სამშობო რუსებს უნდა ჩავაბაროთ?" ხარაზიშვილი პასუხობს: "აბა, პ*******ებს უნდა ჩააბაროთ? ახლა გადი აქედან, ნუ გამაგიჟე". 

კომენტარები