ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მილერი: მკაფიოდ ვთქვით, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მთავრობამ გადადგა

[...] ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებს ამ პოდიუმიდან. როცა სანქციებზე განცხადება გვაქვს გასაკეთებელი, ასეც ვაკეთებთ და მე ვიცი, რომ თქვენ ამას აშუქებთ, როცა ასე ხდება. მაგრამ, ამას გარდა, თქვენ უკვე ნახეთ ჩვენ მიერ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ნახეთ, რომ სავიზო შეზღუდვები შემოვიღეთ. ნახეთ სხვა ქმედებებიც, რომ შევაჩეროთ $95 მილიონი, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაძლევდით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მათ გადადგეს, ევროკავშირთან უფრო მეტად ინტეგრაციის იმ გზიდან გადახვევისკენ, რომელზეც ისინი იყვნენ, და რომელსაც [გზასაც] ვიცით, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს.

[...] ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა, პრესკონფერენციაზე.

კომენტარები