სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ და მოქალაქეებს აკავებენ.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე ავიდნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება დაიწყეს.





