ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჯოლი: სანქციებს დავუწესებთ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით, კანადა, ბალტიის ქვეყნების მსგავსად, სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ჩართულნი. ამის შესახებ ჯოლიმ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესბრიფინგზე განაცხადა. 

"კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ, ჩვენ [ბალტიის ქვეყნების მსგავსად] დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, ბიზნესებსა თუ სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სანქციათა რეჟიმის ფარგლებში. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით". - თქვა ჯოლიმ. 

ცნობისთვის, დღეს, 2 დეკემბერს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის სამართალდამცავების სია, რომელთაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სამივე ბალტიის ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ

სანქცირებულთა სია ასე გამოიყურება:

ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე;

ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

შალვა ბედოიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

იოსებ ჭელიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

გიორგი ბუთხუზი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ზვიად ხარაზიშვილი – იგივე "ხარება", განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე;

მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე;

ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თეიმურაზ კუპატაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

კომენტარები