საქართველოს ბანკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
"საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს.
ევროპისკენ მიმავალ გზაზე - არ გაჩერდე!" - წერია განცხადებაში.
მანამდე, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით თიბისი ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც დემონსტრანტებს მხარი დაუჭირა და მათ წინააღმდეგ ძალადობა დაგმო.





