ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მდინარაძე: რად გვინდოდა ახლა, როცა ყველაფერი ჩაცხრა? 16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობა

ჯობია, ბოლომდე გაიხსნას აი, ამ შემთხვევაში კარტები, როგორც ამას ვამბობთ ხოლმე ხშირად და ვთქვათ, რომ 16 დეკემბერს, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა იმართება, ამ 16 დეკემბერზე იყო დამოკიდებული ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმა. მათი ვარაუდით, ჩვენ ევროსაბჭოდან ვერ მოგატყუებთ, რომ რაიმე დეტალური ინფორმაცია გვქონდა ასე, მაგრამ ჩვენი ინფორმაციები გვაქვს ჩვენს ოპონენტებში, ოპონენტებისგან და მათი გეგმებით 16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გაზსნაზე. [...]

ისინი მთელ გეგმებს ემზადებოდნენ და აწყობდნენ 16 დეკემბერს. 16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკების გახსნაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ და ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ.

ეს პასუხი ჩვენს მომხრეებს, ჩვენს იმ მომხრეებს კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა? მაშინ, როცა ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა არარსებობდა ჩვენს საზოგადოებაში.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ

კომენტარები