მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა, ლარი დოლართან 3.76 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 4.41 თეთრით. 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7794 ლარია, ერთი ევროსი - 2.8348 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.84 ლარია, ევროსი - 3.01 ლარი.
მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.





