მოლაპარაკების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანებას... მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრის მომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება.
ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი - ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს.





