საქართველოს ეკონომიკა

საქსტატი: ოქტომბერში ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 10 თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობითვე, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

კომენტარები