ლარი დოლართან 0.04 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.51 თეთრით გაუფასურდა. 28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7422 ლარია, ერთი ევროსი - 2.8907 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი - 2.90 ლარი.
მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.





