საქართველო-ევროკავშირი

ფიშერი: ჩვენ ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა, გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

ვიმყოფებით ჩიხში და კრიზისულ მომენტში, საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ივნისში და შემდეგ ოქტომბერში ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და თავიანთ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ესეც ჩაწერილია. აქ არავინ იწუხებს წაკითხვით თავს, მაგრამ გირჩევთ, წაიკითხოთ.

მთავრობა გეუბნებათ, რომ არა, არაფერია შეჩერებული, ჩვენ, ევროკავშირი ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა, კანდიდატი არ წყვეტს. ასე რომ შეჩერებულია.

მე თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე. ამის პოზიტიურ ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ. საქართველოს მთავრობის რიტორიკა გრძელდება, საქართველოს კანონმდებლობა მიღებულია, საქართველო დაახლოების ნაცვლად შორდება ევროკავშირს.

გარდა ამისა, არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით. გერმანიაში ვინმეს თუ ჰკითხავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აზრთა დიდი მრავალფეროვნება, მაგრამ ხალხის დიდი უმრავლესობა საქართველოს არჩევნებს თუ შეხედავს, გეტყვით, რომ ეს ევროპაში არ სურთ.

საქართველო ტენდენციას სცდება, ასე რომ არის კრიზისი და ვფიქრობ, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ შესაძლოა, თქვენ ხელიდან გაუშვით თქვენი შესაძლებლობა.

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი BMG-ის გადაცემის, საქმიანი დილის ეთერში.

კომენტარები