მდინარაძე ყაველაშვილზე: ის იქნება ზეპარტიული ლიდერი

ორი დღის განმავლობაში რა სიტყვებსაც ვიმეორებდი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ მაშინ ცოტა უფრო აბსტრაქტული ჩანდა - როგორი უნდა იყოს გვეკითხებოდით... ქართველი, არამხოლოდ გენეტიკური თვალსაზრისით, სულით და გულით, მიშა ყაველაშვილზე სხვანაირად ვერავინ ვერაფერს იტყვის. ახლა დაიწყებენ ანტიდასავლური რიტორიკა და რაღაცებს იტყვიან, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანი არის გარანტია იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს...

...ეს არის  ადამიანი, რომელზეც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომაც გამორიცხულია, მოდი, რაღაცეებიც ვაღიაროთ ამასობაში და გამორიცხულია ისიც, რომ ის თავის სამშობლოს არ მოემსახუროს...

...დარწმუნებული ვარ 1000%-ით, რომ ამ სიტყვების უკან წაღება არასდროს მომიწევს, ეს იქნება მათ შორის ზეპარტიული ლიდერი, რაც არ უნდა სუბიექტური იყოს ის დღეს, მას კარგად აქვს გაცნობიერებული პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლები.

მამუკა მდინარაძე მიხეილ ყაველაშვილზე.

კომენტარები