დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ხამენეი: ნეთანიაჰუ და გალანტი სიკვდილით უნდა დაისაჯონ

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის დაპატიმრებაზე გაცემული ორდერები "საკმარისი არ არის".

"მათი დაპატიმრების ორდერი გასცეს, ეს საკმარისი არ არის. კრიმინალური ლიდერების წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა იქნეს გამოტანილი". - თქვა ხამენეიმ.

21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა

ისრაელის ლიდერებმა ჰააგის გადაწყვეტილებას "აბსურდული" უწოდეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ კი აღნიშნა, რომ აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".

კომენტარები