ლარი დოლართან 0.84 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.32 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7397 ლარია, ერთი ევროსი - 2.8942 ლარი. აღსანიშნავია, რომ 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ 40 ვალუტასთან გაუფასურდა და მხოლოდ რუსულ რუბლთან, კატარულ რიალთან და ისლანდიურ კრონთან გამყარდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი - 2.94 ლარი.
მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.





