ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით (IDF), 18 ნოემბერს სამხრეთ ლიბანზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად ჰეზბოლას საშუალო მანძილის სარაკეტო ქვედანაყოფის ახალი მეთაური, ალი ტაუფიქ დუეიქი დაიღუპა.
საჰაერო დარტყმის დროს დუეიქი სამხრეთ ლიბანის მიმდებარედ, სოფელ ჯოუზში იმყოფებოდა.
IDF-ს ცნობით, დუეიქის მეთაურობის პერიოდში ქვედანაყოფმა ისრაელის მიმართულების ჯამში 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ჰეზბოლას საშუალო მანძილის სარაკეტო ქვედანაყოფი ქალაქ ჰაიფაზე, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ისრაელის სიღრმეში სარაკეტო თავდასხმებზეა პასუხისმგებელი.
სარაკეტო ქვედანაყოფის წინა მეთაური სექტემბერში, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა.





