პროტესტი გრძელდება

ხოშტარია: პროტესტი არ გაჩერდება! სად იქნება, როგორ იქნება - სიურპრიზი იქნება ოცნებისთვის

აბსოლუტურად ყველა შეთანხმებულები ვართ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება. ჩვენ როდესაც ვთქვით, რომ იწყება წინააღმდეგობა, ეს ნიშნავს, რომ ეს წინააღმდეგობა ბოლომდე სანამ არ მივალთ არ გაჩერდება. ფორმებს ამ წინააღმდეგობის ჩვენ განვსაზღვრავთ ზუსტად იმიტომ, რომ ის ფორმა, რომელიც თსუ-სთან ორი დღის განმავლობაში ჩვენ დავგეგმეთ იყო საკმაოდ მოულოდნელი ქართული ოცნებისთვის და ამიტომაც დაუშვეს ეს შეცდომა, რაც დაუშვეს გუშინ ღამე. სწორედ ასე განვსაზღვრავთ ჩვენ ყოველ დღეს, ყოველ საათს ამ ჩვენი პროტესტის. პროტესტი არ გაჩერდება! ფეხს არ მოვიცვლით!

სად იქნება, როგორ იქნება, რა ადგილას იქნება - ეს კვლავ სიურპრიზი იქნება ქართული ოცნებისთვის.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები