უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უმეროვი: სავალდებულო მობილიზაციაზე უარის თქმას ვგეგმავთ

რუსტემ უმეროვი
Gazeta.ru

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის თქმით, ხელისუფლება სავალდებულო მობილიზაციის გაუქმებას გეგმავს

"ახლა ჩვენთვის პრიორიტეტია საკუთარი ქვეყნის დაცვა, ამიტომ ვაპირებთ მოსახლეობისთვის ამ მტკივნეულ საკითხზე დათმობაზე წავიდეთ". – თქვა უმეროვმა.

მინისტრის თქმით, სტრუქტურას აქვს შესაბამისი წინადადებები, რომელსაც მთავრობა განიხილავს. 

გარდა ამისა, ჩატარდება ძირეული რეფორმა, რომელიც ბაზების გაციფრულებას, რეკრუტირების ცენტრების გაუმჯობესებას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ნებაყოფლობითი გაწევრიანების შესაძლებლობების გაფართოებას, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის.

მიმდინარე წლის მაისში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციის ახალ წესებს განსაზღვრავს. დოკუმენტმა წვევამდელების გაწვევის პირობები გაამკაცრა.

16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ახალი კანონის ამოქმედების შედეგად 10 000-მდე ახალწვეულმა ჯავშანი დაკარგა.

კომენტარები