15 ნოემბერს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით კრასნოდარის მხარეში მდებარე სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა.
რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, უკრაინამ დრონებით კრიმსკის აეროდრომზე მიიტანა იერიში.
იერიშს გამოეხმაურა კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი. მისი მტკიცებით რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები გაანადგურა, ნამსხვრევები კი კერძო სექტორში ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 15 ნოემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა 51 უკრაინული დრონი გაანადგურა.
მოგვიანებით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ კრიმსკზე იერიში დაადასტურა.





