აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელში ამერიკის ელჩად არკანზასის ყოფილ გუბერნატორს, მაიკ ჰაკაბის, დანიშნავს.
ჰაკაბი ისრაელის მტკიცე მხარდაჭერად მიიჩნევა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის ომის ფონზე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკას ისრაელის ინტერესებს დაუახლოებს.
"მაიკი დიდებული საჯარო მოხელე და რწმენის მხრივ ლიდერი იყო მრავალი წლის მანძილზე. მას ისრაელი და ისრაელელი ხალხი უყვარს, და მსგავსად, ისრაელელ ხალხს იგი უყვარს. მაიკი დაუღალავად იმუშავებს, რათა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დაამყაროს!". - განაცხადა ტრამპმა
დევიდ ფრიდმანმა, რომელიც ტრამპის პირველი ვადის დროს ისრაელში აშშ-ს ელჩად მსახურობდა, განაცხადა, რომ იგი "მოხარულია" ტრამპის მხრიდან პოსტისთვის ჰაკაბის შერჩევით.