ირანის სამთავრობო მედია Tasnim-ის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშების შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქ თეირანში "თავდაცვითი გვირაბების" აშენება დაიწყეს.
გავრცელებული ცნობებით, ქალაქის ცენტრში მდებარე გვირაბი სამომავლოდ თეირანის მეტროს ერთ-ერთ სადგურს იმამ ხომეინის საავადმყოფოსთან დააკავშირებს, რითაც სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრა მიწისქვეშა გზითაც იქნება შესაძლებელი.
"პირველად საუკუნეში, თეირანში თავდაცვითი დანიშნულების გვირაბების შენება მიმდინარეობს". - განაცხადა ქალაქ თეირანის საბჭოს ტრანსპორტირების თავმჯდომარემ.