ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

მაკრონი: მსოფლიო შეიცავს მტაცებლებსა და ბალახისმჭამელებს, ჩვენ ნაირმჭამელები უნდა ვიყოთ

euronews.com

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა მსოფლიოში "ბალახისმჭამელი" ვეღარ იქნება. მისი თქმით, საჭიროა, რომ ევროპა "ნაირმჭამელი" გახდეს. მაკრონმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ში დონალდ ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს.

"ჩემთვის ეს მარტივია. მსოფლიო ბალახისმჭამელებისგან და ხორცისმჭამლებისგან შედგება. თუკი ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ბალახისმჭამელებად დავრჩეთ, მაშინ ხორცისმჭამლები გაიმარჯვებენ და ჩვენ მათი პროდუქტი გავხდებით". - მიმართა მაკრონმა ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს.

მაკრონი ევროპაში ერთიანი თავდაცვის სივრცის შექმნის მომხრეა, რომელიც აშშ-სგან დამოუკიდებელი იქნება. მას შემდეგ, რაც აშშ-ში ტრამპმა გაიმარჯვა ევროპაში ზოგიერთი მოელის, რომ NATO-ში ამერიკის ჩართულობა შესუსტდება, რაც ევროპის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯის გაზრდას აიძულებს.

"ჩემი აზრით, ჩვენ, სულ მცირე, ნაირმჭამელები უნდა გავხდეთ. არ მინდა, აგრესიული ვიყო, მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი ყველა ასეთი სუბიექტისგან". - განაცხადა მაკრონმა.

7 ნოემბერს შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის ლიდერები და მოწინავე მაღალჩინოსნები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც, ხაზს უსვამდნენ ევროპის მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში პასუხისმგებლობის აღების საჭიროებას, ისევე როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დახმარების მნიშვნელობას.

კომენტარები