რამზან კადიროვი

კადიროვის მტკიცებით, სპეცრაზმის უნივერსიტეტზე იერიშით უკრაინამ საკუთარი ტყვეები მოკლა

რამზან კადიროვი
Oleg Nikishin/Pressphotos/Getty Images

29 ოქტომბერს უცნობმა პირებმა რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მდებარე ვლადიმირ პუტინის სახელობის რუსული სპეცნაზის უნივერსიტეტის შენობაზე დრონებით იერიში მიიტანეს.

იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა შენობის სახურავი. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ აუღია, მიუხედავად ამისა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა დრონებით იერიში უკრაინას მიაწერა.

იერიშიდან რამდენიმე საათში კადიროვმა უკრაინის ომში მყოფ ქვედანაყოფებს უბრძანა, ტყვედ აღარ აეყვანათ მოწინააღმდეგეს ჯარისკაცები. 

მოგვიანებით ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა Telegram არხზე პოსტი გამოაქვეყნა:

"როგორც აქამდე ვთქვი, იერიშის შედეგად მსხვერპლი არ არის. მაგრამ, მსხვერპლია უკრაინელ ტყვეებს შორის. თითოეულ სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის სპეცრაზმის უნივერსიტეტში  იმყოფება 10 უკრაინელი ტყვე. კიევი ეცადა ჩვენთვის მოეყენებინა ზიანი, მაგრამ დღეს საკუთარი ჯარისკაცები დაღუპა. ამიერიდან უკრაინას ეცოდინება, რომ მსგავსი გამოხტომებით მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს ვნებს". 

რუსული სპერაზმის უნივერსიტეტი გუდერმასში 2013 წელს გაიხსნა. 2024 წელს უნივერსიტეტის ვლადიმირ პუტინის სახელი მიენიჭა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ РУС რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაწესებულებაა, რომელიც ახალგაზრდების გადმობირებით და ომში გაშვებით არის დაკავებული.

კომენტარები