2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

REUTERS/IPSOS ახალი გამოკითხვით, ჰარისს ამომრჩევლის 46%, ტრამპს კი 43% უჭერს მხარს

Reuters/Ipsos-ის ახალი კვლევის მიხედვით, აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს რეგისტრირებული ამომრჩევლის 46% უჭერს მხარს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს კი 43%.

ამასთან, გამოკითხული რეგისტრირებული ამომრჩევლების 70%-მა აღნიშნა, რომ გაზრდილია ცხოვრების ხარჯები, 60%-მა აღნიშნა, რომ ეკონომიკა არასწორი მიმართულებით მიემართება, 65%-მა კი იგივე თქვა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

გამოკითხულმა ამომრჩევლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები ეკონომიკა, მიგრაცია და დემოკრატიისთვის არსებული საფრთხეებია. კითხვაზე, თუ რომელი კანდიდატი უდგებოდა უკეთ ზემოხსენებულ საკითხებს, ეკონომიკისა (46%-38%) და მიგრაციის (48%-35%) საკითხებში ამომრჩევლებმა დონალდ ტრამპი დაასახელეს.

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვაში მონაწილეობა 4 129 ადამიანმა მიიღო, მათ შორის, 3 481-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა. მათგან 3 307 გამოკითხული ითვლება ისეთ ადამიანად რომლის არჩევნებში მონაწილეობა ყველაზე სავარაუდოა. არჩევნების სავარაუდო მონაწილეთა შორის ჰარისი 3%-იანი სხვაობით ლიდერობს (48%-45%).

კომენტარები