გავიხსენოთ 2008 წლის ნატოს სამიტი, სადაც უკრაინა და საქართველო არ მიიღეს ნატოში და ეს მიაბრალეს სხვადასხვა ქვეყნებს. მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ამის განმარტებას მე ახლა არ შევეცდები, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ არ მიიღეს საქართველო იმიტომ კი არა, რომ ერთმა თუ ორმა ქვეყანამ დაბლოკა, არამედ, ვინც არიან რეალურად ნატოს კოორდინატორები, ამაზეც არ გავჩერდები, დღეს და ამწუთში, ვინც მართავს რეალურად ნატოს, როგორც იმართება, მათ არ ჰქონდათ რეალურად სურვული უკრაინის და საქართველოს მიღების, ელემენტარული მიზეზის გამო.
თუ უყურებთ, სამეზობლოში ომია, ძალიან მძიმე დღეშია უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რუსეთთან ომია. უფრო ადრე ჩვენ გვქონდა 2008-ში, ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. და ძალიან ბევრი განცხადება კეთდება დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნატო არ ჩაერთოს რუსეთის ომში, ჩვენ მივცემთ უკრაინას იარაღს, ფულს, ყველა საშუალებას, მაგრამ ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინა...
ძალიან ბევრი განცხადებებია, ნებისმიერი დონის პოლიტიკოსი აკეთებს ევროპიდან თუ ამერიკიდან, რომ "ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ნატო ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში".
აი, ეს უკვე 2008-შიც იყო,. რა თქმა უნდა, დაგეგმილი. საქართველო და უკრაინაც სწორედ ამისთვის ინახავდნენ, სწორედ ამიტომ არ მიიღეს ნატოში, ჩვენ კარგი რეპეტიცია გაგვატარა სააკაშვილმა ამ ფონზე და 2008-ში უკვე პირველ ომში ჩაგვრთო.





