სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, ბიუროკრატები, კოორდინაციაში და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან.
მაგრამ, რასაც მინდა ხაზი გავისვა, დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე ქართულ ოცნებას და ქართულ საზოგადოებას, აი, დეჟა ვუ ძალიან ბევრი გვაქვს, რაც უკვე გვინახავს.
მე გეტყოდით, რომ არაფერიც არ მოხდება, მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი. ოღონდაც, მეორე დღე არ იქნება გადამწყვეტი, ყველა დღე, 1 კვირა, 1 თვე, სანამ ომი არ დასრულდება, შეგვიძლია, პირობითად მეორე დღე იქნება, რადგან იქნება ძალიან დაძაბული ველი გეოპოლიტიკურად, შესაბამისად გვმართებვს ძალიან დიდი სიფრთხილე.
კონკრეტულად განცხადებები ძირითადად შანტაჟის შემცველია, მე ვფიქრობ, ამ მხრივაც და კოორდინაციას ამისას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით გლობალური ომის პარტიას, მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის. მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზაციაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გაცნობიერებული, უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ობიექტურობას სცდილდება, ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა.





