დასავლეთის სანქციები რუსეთს

ბრიტანეთმა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს სანქციები დაუწესა

REUTERS/Tatiana Meel/File Photo

17 სექტემბერს ბრიტანეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. ბრიტანეთმა სანქციები 18 რუსულ ნავთობტანკერზე და 4 თხევადი ბუნებრივი აირის გემზე დააწესა, რაც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დაწესებული ყველაზე დიდი სანქციების ჯგუფია.

ბრიტანეთის თქმით, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი რუსულ ნავთობზე დასავლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვებისთვის თავის ასარიდებლად უკანონო პრაქტიკებს იყენებს.

"ნებისმიერი აქტორი, რომელიც ხელს უწყობს და მხარს უჭერს რუსეთის ბოროტ საქმიანობას, შესაძლოა სანქციების წინაშე აღმოჩნდეს"- ამბობს ბრიტანეთის მთავრობა.

განცხადების თანახმად, გემებმა, რომლებიც ახალი შეზღუდვების სამიზნე აღმოჩნდნენ, გასულ წელს 4.9 მილიარდი აშშ დოლარის საერთო ღირებულის პროდუქცია გადაიტანეს.

ევროკომისიის ინფორმაციით, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომლებიც სანქცირებული ნავთობით ვაჭრობისთვის და შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, მათ შორის, მალავენ თავიანთ ბენეფიციარებს.

კომენტარები