არჩევნები 2024

ტალახაძე: გადავწყვიტე, ისეთ გუნდს დავუდგე გვერდით, რომელმაც მშვიდობა შეინარჩუნა

გადავწყვიტე, ისეთ გუნდს დავუდგე გვერდით, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება ის გუნდი იქნება, რომელიც ევროპაში ამაყად და ღირსებით შეაბიჯებს [...] ევროპაში ყოფნას ვიმსახურებთ. საქართველო ევროპის შემადგენელი ნაწილია და ჩემი მთავარი მიზანია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს [...] გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, ვთვლი, რომ აუცილებელია. საზოგადოებისთვის არაფერი დამალული არ უნდა იყოს და ყველაფერი საჯარო და ღია უნდა იყოს.

თქვა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელიც ქართულ ოცნებას შეუერთდა. ის მმართველი გუნდის საარჩევნო სიის მე-7 ნომერია

კომენტარები