ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები, აფორმებს მთავარ შეთანხმებას ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება. რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკონ, რაც არ უნდა დაავალონ მათ გარედან, რაც არ უნდა რუსული ეძახონ ყველაფერ ქართულს - არჩევანი უმარტივესია კეთილსა და ბოროტს შორის, ტრადიციულსა და გადაგვარებულს შორის და სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს.





