ნიჩბოსნობა

წულუკიანი: მალთაყვაში გავხსნით მსოფლიო დონის ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზას

ჩვენ სპორტის მიმართულებით ისტორიული სიახლე გვექნება. მალთაყვაში იქ, სადაც იყო ნიჩბოსნობის ტრადიციული ბაზა და ცარიელი მიწა დაგვხვდა იმიტომ, რომ 90–იანი წლების მანძილზე ეს განადგურდა სრულად, ჩვენ რამდენიმე დღეში, 2-3 კვირაში მალთაყვაში გავხსნით მსოფლიო დონის ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზას.

ეს იქნება საწვრთნელი და საშეჯიბრო ბაზა და, რა თქმა უნდა, იქნება სპორტსმენებისთვის დასარჩენი ინფრასტრუქტურაც იმისთვის, რომ მათ მომზადება ამ უნიკალურ ლანდშაფტში გაიარონ, სადაც ის ევროპელები, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებდნენ იმ 70-იან წლებს, ასე ვთქვათ, ავბედობას, მაშინ აქ ვარჯიშობდნენ და მათ ერთი სული აქვთ, რომ ჩამოვიდნენ და ისევ იხილონ ის უნიკალური ნაკადები, რაც ევროპაში ძალიან ცოტაა და სპორტსმენს კარგი მომზადების საშუალებას აძლევს.

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი იმედი LIVE-ში.

კომენტარები