როსტოვის ოლქში, პროლეტარსკის ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი, 16-დღიანი მცდელობის შემდეგ ჩააქრეს.
"ღია წვა ლიკვიდირებულია. სპეციალისტები ყოველი შემთხვევისთვის ადგილზე რჩებიან, იმიტომ, რომ ძლიერი ქარია". – თქვა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
ნავთობბაზაზე ხანძარი 18 აგვისტოს, უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ გაჩნდა.
უკრაინული დრონი ნავთობპროდუქტების საცავს დაეჯახა. 19 აგვისტოს ცეცხლი საწარმოს 10 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. 29 აგვისტოს სამთავრობო მედია TACC-ში დაიწერა, რომ ხანძარი "მნიშვნელოვნად ლოკალიზებულია".
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ქალაქში ჯერ კიდევ არის კვამლი და სუნი. ხელისუფლების მტკიცებით ჰაერში ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია.
23 აგვისტოს პროლეტარსკში კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, ცეცხლი ნავთობბაზისგან დამოუკიდებლად გაჩნდა, შედეგად დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი.