ავტოავარია

გურჯაანში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, გავრცელებული ინფორმაციით, ის ტაქსის მძღოლია

Tabula

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა. ადგილობრივები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები