ირაკლი კუპრაძე

კუპრაძე: მარტო ივანიშვილის მოღრეცილ ტვინს მოუვიდა აზრად საპატრიარქოში ძალაუფლების დამყარება

ქართულ ოცნებას ბოლო პერიოდში აღარ დარჩა არანაირი სასაუბრო სოციალურ საკითხებზე, საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე და დაკავებულია გამოგონილი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნით, ანუ გამოგონილი ზღაპრების და დაპირებების სახით ცდილობს, რომ მოქალაქეები გადაიყვანოს არარაციონალური განხილვების ჭრილში.

ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია საპატრიარქოებისთვის შეთავაზება საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, რასაც თავადვე უარყოფს საპატრიარქო იმიტომ, რომ სწორად იაზრებს და იზიარებს ძალიან მარტივ პრინციპს, დღეს საქართველოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებობს შეთანხმება, კონკორდატი, რომელიც არის კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც კონსტიტუციის ნაწილია და დღეს ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ბევრად უფრო სხვა ტიპის პოლიტიკური ინტერვენცია გააკეთოს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და დაიმორჩილოს ის.

ბიძინა ივანიშვილს სწორედ ეს უნდა, ერთადერთი სივრცე სადაც ბოლომდე ვერ არის შესული შესული, შესულია ნაწილობრივ უნდა ითქვას, მაგრამ ბოლომდე ვერ არის შესული, არის საპატრიარქო და უნდა კონტროლის აღება... ყველაფრის ხელში ჩაგდება უნდა და ამ დამოკიდებულების გაჩენით, რეალურად დაზიანდება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, დაზიანდება მრევლი. იმიტომ, რომ სუსი და სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას ვინ აზიარონ და ვინ არ აზიარონ, ვინ აკურთხონ სასულიერო პირად და ვინ არ აკურთხონ, საპატრიარქოში საკადრო პოლიტიკასაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და ეს ხომ წარმოუდგენელი სიგიჟე და სისულელეა, რომელიც მარტო ბიძინა ივანიშვილს მოუვიდოდა თავში... 

აღმოჩნდა რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი, რომელმაც ღირსეულად დაადასტურა და თქვა რომ მსგავსი მოლაპარაკება მიდიოდა, მაგრამ საპატრიარქოს რეაქცია არის უარყოფითი და ნეგატიური. ისინი არ აპირებენ დაექვემდებარონ ხელისუფლებებს არც ამ, არც მომდევნო ხელისუფლებებს და ეს ასეც უნდა იყოს. სეკულარულ სახელმწიფოში შეუძლებელია ხელისუფლებას უნდოდეს რომ ხელი აფათუროს სასულიერო საქმეებში და სასულიერო ინსტიტუტებში. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოღრეცილ ტვინს მოუვიდა აზრად ეს ყველაფერი რომ საპატრიარქოში სცადოს რაღაცა ძალაუფლების დამყარება. 

თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ფორმულას ეთერში. 

ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებას სურს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს.

კომენტარები