აშშ-მექსიკის საზღვარზე სატვირთო მანქანაში 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მეტამფეტამინი აღმოაჩინეს, რომელიც საზამთროებში იყო დამალული.
2 ტონაზე მეტი მეტამფეტამინი მწვანედ შეღებილ პლასტმასში იყო გახვეული და შემდეგ ნამდვილ საზამთროებში მოთავსებული.
BBC-ს ცნობით, ნარკოტიკების პროდუქტში შენახვა და ამ გზით საზღვრის გადაკვეთის მცდელობა ერთ-ერთი ცნობილი ხერხია, ყველაზე პოპულარული პროდუქტი კი ბანანია. ახლახანს ნარკოტიკული საშუალებები გაუდასა და ავოკადოშიც აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, თებერვალში მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა ბოლო წლებში ყველაზე დიდი ლაბორატორიიდან 40 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს.