ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელში პალესტინელის თავდასხმის შედეგად 2 მოქალაქე დაიღუპა და 2 დაშავდა

Avshalom Sassoni/Flash90

ისრაელში, ქალაქ ჰოლონში პალესტინელი გამვლელებს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც 2 ისრაელელი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს.

დაღუპულებს შორის არიან 66 წლის რინა დანივი და 70 წელს გადაცილებული მამაკაცი.

მძიმედაა დაშავებული გარდაცვლილი ქალის, რინა დანივის მეუღლე, 68 წლის შიმონ დანივიც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი სარბენად იყო გამოსული და თავდასხმის დროს რეკრეაციულ პარკში იმყოფებოდა. ქალი შემთხვევის ადგილზევე, ხოლო მისი ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. 

2 ადამიანი, რომელსაც სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ექიმები ამბობენ, 68 წლის მამაკაცის (შიმონ დანივის) მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

გამოცემა Jerusalem Post-ის ცნობით, თავდამსხმელი 34 წლის პალესტინელი ამარ რაზაკ კამელ ოდეა, რომელიც ისრაელში უნებართვოდ იმყოფებოდა. იგი პოლიციის სროლის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები