აჭარა

კობახიძე: ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, უნდა ვიზრუნოთ მაღალმთიან აჭარაზე

ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ბატონ ირაკლი ქარსელაძეს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. 

ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები