მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. უბრალოდ შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა ცუდია, სამართლებრივად არის არასწორი. ამის მტკიცება შეუძლებელია. ერთი დადებითი მხარე, რაც ამ სარჩელს აქვს, ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან თავადვე აღიარა, რომ ქვეყანას კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ჰყავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით, ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება.
tbl.ge/6uiz
დაკოპირდა

თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




