კახა კალაძე

კალაძე ივანიშვილის 30 მილიონზე: როგორ შეიძლება, ეს ადამიანს არ მოეწონოს, ან დაიბოღმოს?!

მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე, ამ გადაწყვეტილებაზე?! ჩვენი სპორტსმენების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მას, მის ოჯახს, ფონდ ქართუს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. შემდეგი შეხვედრა გვაქვს ესპანეთთან და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ნაკრები მიიღებს 30 მილიონ ლარს ჯილდოს სახით, რაც მისასალმებელია.

როგორ შეიძლება, ეს ადამიანს არ მოეწონოს, ან დაიბოღმოს?! ბრიყვები არიან. ტყუილად კი არ უთხრა ჩვენმა მაგარმა მწვრთნელმა, ბრიყვები ხართო. შესაბამისად, ისინი ქვეყნის მტრები არიან. მათ არც ნაკრების წარმატება უხარიათ. გახსოვთ, ჩვენი ნაკრები მაკედონიასთან როცა დამარცხდა, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა სტატუსებს წერდნენ. თუმცა, მათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. [...]

რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას, ფეხბურთელისთვის, როდესაც ამხელა დონეზე თამაშობ, რა თქმა უნდა, ფინანსურ მხარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებს თუ ფულს არ გადაუხდიან, არ მოიგებენ თამაშს?! - ზუსტად ეს თქვა ლუკა ლოჩოშვილმა, მაგრამ ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტაცია, პოლიტიკურად გამოყენება მოხდა. ჯილდოს გარშემო მსგავსი საუბრები, არის ბრიყვობა.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

23 აპრილს ივანიშვილის ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაპირდა, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის დამატებით "30 მილიონი ლარით დააჯილდოვებს".

კომენტარები