პოლიციელზე თავდასხმა

ქობულეთში დაჭრეს პოლიციელი, რომელიც ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე იყო გამოძახებული

ტაბულა

ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დანით დაჭრეს. ფაქტი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ინფორმაცია თავდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელა. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა მცხოვრებმა უთხრა, პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ქალთან ყოფილი ქმარი მივიდა.

ტაბულას ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სახლში გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები