ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: 15 ივნისის ღამეს ღაზის ჰუმანიტარული ზონიდან ისრაელისკენ რაკეტები გაუშვეს

Israel Defense Forces

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 15 ივნისის ღამეს ღაზის სექტორის ჰუმანიტარული ზონიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

როგორც ცნობილია, ჰუმანიტარული ზონიდან სულ ხუთი რაკეტა გაუშვეს, აქედან ორმა ღაზის სექტორის და ისრაელის საზღვარი გადაკვეთა და კიბუც კისუფიმში ჩამოვარდა. დანარჩენი სამი რაკეტა ღაზის სექტორის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა. ჰამასმა დაადასტურა, რომ მათ 15 ივნისის ღამეს იერიში სამხედრო ბაზაზე მიიტანეს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების მიხედვით, ჰამასის მიერ ღაზის ჰუმანიტარული ზონის გამოყენება რაკეტების გასაშვებად "ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურის ცინიკური ექსპლუატაციის და მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია".

კომენტარები