საქართველო-დანია

პატივს მივაგებთ მათ, ვინც მამაცურად იბრძოლა საქართველოსთვის – დანიის საელჩო 26 მაისზე

"დღეს, როცა ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, გვსურს, პატივი მივაგოთ მათ, ვინც მამაცურად იბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის" - დანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

"ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 

დანიის საელჩო თბილისში ყველა ქართველს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს!

დღეს, როცა ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, გვსურს, პატივი მივაგოთ მათ, ვინც მამაცურად იბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის.

დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოსთვის" - წერია დანიის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში. 

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისი პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღეა. 

კომენტარები