ქართული სპორტი

ზურაბიშვილი: არავინ არასოდეს არ უნდა ჩართოს სპორტსმენი პოლიტიკის მორევში

არავინ აღარ და არასოდეს არ უნდა ჩართოს თავისუფალი სპორტსმენი პოლიტიკის მორევში. ტოტალიტარული რეჟიმების მახასიათებელია, მიითვისონ სპორტსმენების გამარჯვებები, მიისაკუთრონ მათი მედლები და წარმატებები და ეს ყველაფერი ვითომც და მართველი გუნდის დამსახურება იყოს. ეს მათი გამარჯვება კი არა, სპორტსმენებისა და მათთან ერთად მთლიანად ქვეყნის გამარჯვებაა, ამიტომ ვიზიარებთ ყველა სიხარულსა და სიამაყეს, როცა ისინი საქართველოდ დროშასა და ჰიმნს წარადგენენ მთელი მსოფლიოს წინაშე. 

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები