ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში, რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მე არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერება, თუ ვიზები და ავია ბილეთები, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ და პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია არსებობს და მეც ეს პასუხი მექნება - რომ არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.
tbl.ge/6snt
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, პარტია ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
24 მაისს აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.
დიმიტრი ხუნდაძეხალხის ძალარუსული კანონიაშშ-ის სანქციებიაშშ-საქართველოაშშსანქციები ივანიშვილის რეჟიმსრუსული რეჟიმი
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




