გლობალური ომის პარტია

კობახიძე: მნიშვნელოვანია აშშ-ს და EU-ს დეოლიგარქიზაცია გლობალური ომის პარტიის გავლენისგან

ვინც იდგა სხვა ინტერესების უკან, იგივე ძალა, გლობალური ომის პარტია [დგას მეორე ფრონტის ინტერესების უკანაც], რასაც ჩვენ შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, მაგრამ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ სუბიექტებს...

ვერ ვაკონკრეტებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, რაც შეგვიძლია გავიმეოროთ, არის ის, რომ ამ ძალებს აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებზეც, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირდაპირ შეიძლება ითქვას ერთი რამ - ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია, ეს შეიძლება, ძალიან ცალსახად ითქვას. არის სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამომავლოდ სასიკეთოდ შეიცვლება...

არა, პარტნიორებს ჩვენ არ ვეძახით გლობალური ომის პარტიას, თუმცა, ვაცხადებთ, რომ ამ პოლიტიკურ სივრცეზე გლობალური ომის პარტიას აქვს სერიოზული გავლენა...

პრინციპული გავლენა აქვს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ იმედი, რომ სამომავლოდ ვითარება შეიცვლება. 

ჩვენ ცალსახად, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს გლობალური ომის პარტიას, თუმცა, მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის დეოლიგარქიზაცია, ამ გავლენისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხომ თვისებრივად განსხვავებული პოზიცია გვექნებოდა, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ გვინდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა, იქითა მხრიდან ვხედავთ სამწუხაროდ საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ისე მეორე სუბიექტზე.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში.

კომენტარები