ირანი

ირანის ყოფილი საგარეო მინისტრი: პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი აშშ-ს სანქციებია

Middle East Institute

ირანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ს სანქციები დაასახელა. ჯავად ზარიფის თქმით, საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე აშშ-ს სანქციებმა ირანის პრეზიდენტის და მისი თანამგზავრების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია

ჯავად ზარიფის თქმით, აშშ-ს დანაშაული ისტორიაში და ირანელი ხალხის მეხსიერებაში დარჩება და ირანელი ხალხი ამ სირთულეს გადალახავს. 

პრეზიდენტის ვერტმფრენი 19 მაისს ირანის ჩრდილოდასავლეთ პროვინციაში ჩამოვარდა და დაიწვა. 

კომენტარები