რამზან კადიროვი

მედია: რამზან კადიროვს კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზი სჭირს

რუსული ოპოზიციური მედია Новая Газета წერს, რომ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზი სჭირს.

"აგერ უკვე თითქმის ერთი წელია ჩეჩნეთის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მრავალ კითხვას აჩენს. კადიროვის ავადმყოფობის ფაქტს ოფიციალურად უარჰყოფს თავად ლიდერი და მისი გარემოცვა. 

მაგრამ არსებობს რაღაცები, რასაც ვერ დამალავ. კერძოდ კი, გარეგნობის, ქცევისა და სამუშაო გრაფიკის თვალსაჩინო ცვლილება.

კადიროვი ავად არის, კრემლი კი რთული ამოცანის წინაშე დგას – როგორ მოემზადოს ყველაზე რთულ რეგიონში ხელისუფლების უმტკივნეულო ცვლილებისთვის".

როგორც მედია იუწყება, კადიროვს კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზი ჯერ კიდევ 2019 წელს დაუდგინეს. მაშინ ჩეჩნეთის ლიდერს არ დაუმალავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხანმოკლე შვებულებაში აპირებს გასვლას. კადიროვის თქმით ეს უბრალო გაციება იყო, რასაც "ორი დღით წვეთოვანზე შეერთება" მოჰყვა. 

კომენტარები