ირანის თავდასხმა ისრაელზე

კამერონი ისრაელს მოუწოდებს, ირანზე საპასუხო დარტყმები არ მიიტანოს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა ირანის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით თავდასხმის შემდეგ ისრაელს მოუწოდა, ირანზე საპასუხო იერიში არ მიიტანოს.

კამერონის თქმით, ისრაელი გამართლებულია, ირანზე საპასუხო იერიშის მიტანაზე იფიქროს, თუმცა, "როგორც მეგობარი", ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ისრაელს მოუწოდებს, საპასუხო იერიშზე ხელი აიღოს.

"ეს მრავალმხრივ ირანისთვის ორმაგი დამარცხებაა. თავდასხმა სრული ჩავარდნა იყო, და მსოფლიოს აჩვენეს, რომ რეგიონში მავნე გავლენას წარმოადგენენ, რომელიც ამის ჩადენისთვის [თავდასხმისთვის] მზად არიან. ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ [ისრაელის მხრიდან] საპასუხო იერიში არ იქნება". - განაცხადა კამერონმა Sky News-თან საუბრისას.

ამასთანავე, კამერონის თქმით, მოკავშირეებთან ერთად ირანზე დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს და ისრაელს მოუწოდა, ყურადღება კვლავ ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაზე გადაიტანოს.

კომენტარები