ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ხაზარაძე: ლაზარეს დაშინებით, ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდები დააშინოს

დღეს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ, სანამ ეს სხდომა გაიმართებოდა, ეს განაჩენი 1 წლით ადრე მოვისმინეთ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართულმა ოცნებამ ლაზარეს, პრაქტიკულად, პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს და მისი გასამართლება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა იმ სასამართლოსა და მოსამართლეების მიერ, რომლებიც კორუმპირებულები, პოლიტიკურად მართულები და მმართველი გუნდისა და ივანიშვილის მხრიდან დამორჩილებულები არიან.

ამიტომ, პრეზიდენტისგან ლაზარეს შეწყალებას ველოდებით. იმიტომ, რომ ლაზარეს დაშინებით, ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდები დააშინოს. ეს არ გამოვა, რადგან ახალგაზრდები თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ. მათ ვერაფერი გააჩერებთ, თავისუფლებას ვერ შეუზღუდავენ და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ვერ შეაშინებენ.

თქვა პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ. ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები