ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თქმით, დღეს ღაზაში რეკორდული, 468 ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო შევიდა

ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოები ღაზის სექტორში შედიან, 21 ოქტომბერი, 2023
Eyad Baba/AFP

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიებში სამთავრობო მოქმედებების კოორდინატორი (COGAT) დანაყოფის ინფორმაციით, დღეს, 9 აპრილს, ღაზის სექტორში, შემოწმების შემდეგ, 468 ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა შევიდა.

დანაყოფის თქმით, ეს 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმით დაწყებული ომის შემდეგ ღაზაში ერთ დღეში შესული ჰუმანიტარული დახმარების რეკორდული მაჩვენებელია. ხოლო გუშინ ღაზის სექტორში 419 სატვირთო მანქანა შევიდა.

COGAT-ის თქმით, 47 სატვირთო, რომელიც საკვები პროდუქტებით იყო დატვირთული, "კოორდინირებულად ჩრდილოეთ ღაზას ღამის განმავლობაში" მიეწოდა. პარალელურად, COGAT-ის ცნობით, ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 303 შეკვრა თვითმფრინავით ჩამოაგდო, რაც "ასობით ათას" ერთეულ საკვებ პორციას შეიცავდა.

ისრაელის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის მანძილზე ჯამში 1 200-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა შეამოწმეს.

კომენტარები